Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღათურია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს


"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონორთა მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრების ხარჯვა მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს, რაც სამინისტროს უპასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. “ძალიან ბევრი დევნილი მოდის საჩივრით, რომ უარს ეუბნებიან მათთვის კუთვნილი 10 ათასი დოლარის გაცემაზე, სხვადასხვა გამოგონილი ბარიერის გამო. ასეთი ადამიანების რიცხვი 1600-ს აღწევს, თუმცა, შესაძლოა, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს”, - აღნიშნა ბაღათურიამ. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა დევნილების კოტეჯების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს და განაცხადა, რომ ტენდერები კანონდარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, ტენდერებში ხშირად იმარჯვებენ ერთი და იგივე კომპანიები, ხოლო თუ სხვა კომპანია გაიმარჯვებს, აღმოჩნდება, რომ ეს ისევ იმ, წინა ტენდერში გამარჯვებული, კომპანიიის მიერაა დაფუძნებული.
XS
SM
MD
LG