ირანი უარს ამბობს შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, წლის ბოლომდე დაეთანხმოს გაეროს მიერ შემუშავებულ პროექტს, რაც გამდიდრებული ურანის საწვავად გარდაქმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს ირანის ქალაქ შირაზში მომხრეებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ გარიგებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ირანის ხელთ არსებული გამდიდრებული ურანის რეზერვების შემცირებას, რამაც უნდა დააწყნაროს დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც შიშობენ, რომ ირანს ურანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება.
ყველაზე პოპულარული
1