Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთმა რუსეთისთვის გაზის მიწოდება აღადგინა


აშხაბადმა და მოსკოვმა მოილაპარაკეს, რომ 10 იანვრისათვის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთისთვის, რაც 9 თვის წინ გაზსადენზე მომხდარი აფეთქების გამო იყო შეწყვეტილი. შეთანხმებას ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების აღდგენაზე 22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი. გარიგება რუსეთისათვის წლიურად 30 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG