Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთს სტუმრობს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ავღანეთში იმყოფება და პირადად ეცნობა, თუ როგორ ხორციელდება ალიანსის ოპერაცია დამატებითი ძალების მისაღებად. ვიზიტის დროს რასმუსენი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისა და ნატოსა და მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალს სტენლი მაკკრისტალს შეხვდება. 36 ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ავღანეთში დამატებით კიდევ 7 000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნოს მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის მივლინებაზე.
XS
SM
MD
LG