Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორების რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის წინააღმდეგ გამოდიან


ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი სენატორი რუსეთისთვის საფრანგეთის „მისტრალის“ კლასის სამხედრო გემის მიყიდვის წინააღმდეგ გამოვიდა. მათი თქმით, გემის მიყიდვის შესახებ ცნობის გამო ნატოელი მოკავშირეები და რუსეთის მეზობლები შეშფოთებული არიან და ის რისკს წარმოადგენს რეგიონული სტაბილურობისთვის. ექვსივე სენატორი, რომელთა შორის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინიცაა, რესპუბლიკელია. მათ ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩს მიმართეს წერილით, რომ გემის მიყიდვის შესახებ ცნობა რუსეთს უგზავნის სიგნალს, რომ საფრანგეთი ეგუება მოსკოვის მზარდ აგრესიულ და უკანონო ქმედებებს.
XS
SM
MD
LG