Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სერბიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი ევროპის კავშირში გაწევრიანების თაობაზე


დღეს სერბიამ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი ევროპის კავშირში გაწევრიანების თაობაზე. სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა განაცხადი შვეციის პრემიერ-მინისტრ ფრედრიკ რეინფელდტს გადასცა სტოკჰოლმში. შვეცია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა. სერბიის იმედს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს, აბრკოლებს ის გარემოება, რომ მან ვერ მოახერხა ბოსნიის ომის დანაშაულებებში ეჭვმიტანილის, გენერალ რატკო მლადიჩის დაპატიმრება. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ ბლოკირებას არ გაუკეთებენ სერბიასთან სავაჭრო შეთანხმებას და რომ ხელს შეუწყობენ მასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას მას მერე, რაც გაეროს ომის დანაშაულებათა მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ტრიბუნალთან სერბიის თანამშრომლობა „უმჯობესდება“.
XS
SM
MD
LG