Accessibility links

logo-print

რიჩარდ ლუგარი აშშ-ის მოუწოდებს საქართველოს შეარაღებაში დაეხმაროს


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი ობამას ადმინისტრაციას და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, საქართველოს ხელახალი შეარაღების საკითხი განიხილონ. კერძოდ, მოხსენებაში, რომელიც სენატორმა ლიჩარდ ლუგარმა მოამზადა, ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისას განადგურდა საქართველოს სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რაც თბილისს უძლურს ხდის, შეამოწმოს მისი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. მოხსენება მოუწოდებს ადმინისტრაციას, მოახდინოს იმგვარი სტრატეგიის კოორდინირება ნატოსთან, რომელიც წონასწორობას დაიცავს საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებებსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებს შორის.

XS
SM
MD
LG