Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელი გარახი მეწყერსაშიშ ზონაშია


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი გარახი მეწყერსაშიშ ზონად მას შემდეგ იქცა, რაც იქ მდინარე ოჩხომურმა მიმართულება შეიცვალა. საკარმიდამოს ის ზოლი, რომელიც სანაპიროს ერთ მხარესაა მოქცეული, ყოველი მცირე ნალექის მოსვლისას ირეცხება. პრობლემის მოსაგვარებლად მოსახლეობამ ადგილობრივ მთავრობას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. როგორც გარახელები ამბობენ, სახნავ-სათესი მიწების ნაწილი, მიმდინარე წლის აპრილში, დიდი რაოდენობით მოსული ნალექის დროს დაკარგეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ რაიონში გეოლოგების ახალ ჯგუფს ელოდებიან, რომელიც გარახის გარდა სხვა სოფლებში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებს გამოიკვლევს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები.
XS
SM
MD
LG