Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარკაციშვილის ოჯახი კეის ადვოკატთა განცხადებებს უარყოფს


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა უარყო ჯოზეფ კეის ადვოკატთა მტკიცება იმის შესახებ, რომ გიბრალტარის სასამართლოში სრულ წარმატებას მიაღწიეს. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განმარტა, რომ გიბრალტარის სასამართლომ სადავო ტრასტების 86% ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიაკუთვნა, 14% კი - თეორიული პრეტენზიის ობიექტად გამოაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გასულ კვირამდე გიბრალტარში მიმდინარე სასამართლო პროცესი დახურული იყო, განაჩენის შემდეგ კი, ჯოზეფ კეიმ საქმის კონფიდენციალურად დარჩენა ითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიმართვა დააკმაყოფილა და საქმის მასალები და განაჩენი საჯაროდ აქცია.
XS
SM
MD
LG