Accessibility links

logo-print

ქუთაისში დანგრეული მემორიალი, სავარაუდოდ, ”პოკლონნაია გორა”-ზე აღდგება


მოსკოვის მერმა დღეს განაცხადა, რომ ქუთაისში დანგრეულ მემორიალს ”პოკლონნაია გორა”-ზე აღადგენენ. იური ლუჟკოვმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრემიერ-მინისტრ პუტინის დავალებით, ამ საკითხზე მოსკოვის მთავარი არქიტექტორი და რუსეთის კულტურის სამინისტრო მუშაობენ. ლუჟკოვი ვარაუდობს, რომ კონკრეტული ადგილი ხვალისთვის შეირჩევა. მოსკოვის მერის განცხადებით, თანხმობის შემთხვევაში, მემორიალის აღსადგენად მის ავტორს მიიწვევენ.
XS
SM
MD
LG