Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ლუგარი საქართველოს ხელახალ შეიარაღებას ითხოვს


სენატორი რიჩარდ ლუგარი
სენატორი რიჩარდ ლუგარი
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრი სენატორი რიჩარდ ლუგარი, ობამას ადმინისტრაციას და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, საქართველოს ხელახალი შეარაღების საკითხი განიხილონ. კერძოდ, მოხსენებაში, რომელიც სენატორმა ლიჩარდ ლუგარმა მოამზადა, ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისას განადგურდა საქართველოს სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რაც თბილისს უძლურს ხდის, შეამოწმოს მისი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. მოხსენება მოუწოდებს ადმინისტრაციას, მოახდინოს იმგვარი სტრატეგიის კოორდინირება ნატოსთან, რომელიც წონასწორობას დაიცავს საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებებსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში დავით სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით მომზადებულ მოხსენებაში სრულფასოვნად არის ასახული საქართველოში და მის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება. სიხარულიძის განცხადებით მნიშვნელოვანია მოხსენების სარეკომენდაციო ნაწილიც, რომელშიც ხაზგასმულია აშშ-ისა და ნატოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG