Accessibility links

logo-print

ბაღაფში: ირანი მზად არის ჩაერთოს აფხაზეთის ეკონომიკურ პროცესებში


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, მის ხელისუფლებას აქტიური კონტაქტი აქვს ირანის წარმომადგენლებთან, რომლებსაც როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში შეხვდნენ. სერგეი ბაღაფშმა სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ ირანი აფხაზეთში ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობისთვის მზად არის. რაც შეეხება, თეირანის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას, ბაღაფშის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფხაზეთს აქტიური დიპლომატიური კონტაქტი აქვს ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან და ასევე, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან.

XS
SM
MD
LG