Accessibility links

logo-print

ჩინეთში სასამართლომ დისიდენტ ლიუ სიაბოს საქმე განიხილა


ჩინეთში შედგა სასამართლო სხლომა, რომელზეც სოციალისტური წყობის დამხობის წაქეზების ბრალდებით დაპარტიმრებული ცნობილი დისდენტის ლიუ სიაბოს საქმე განიხილეს. ლიუ ცნობილია, როგორც მეცნიერი და მთავრობის აქტიური კრიტიკოსი. ის მონაწილეობას იღებდა ტიანანმენის მოედანზე 1999 წელს გამართულ სტუდენტების საპროტესტო დემონასტრაციებში. უკანასკნელად დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს 2008 წლის დეკემბერში, „ქარტია 08“-ის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე. ქარტიის ავტორებმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდეს დაიცვას დემოკრატიის პრინციპები და ადამიანის ულებები. ლიუ სიაბოს საქმეზე სასამართლო საბოლოო ვერდიქტს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG