Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოჩიევი: ახალგორის მცხოვრებთაგან დივერსიულ ჯგუფებს ქმნიან


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ახალგორის რაიონში მცხოვრები ხათუნა ჩარაევა დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ირწმუნება, რომ თბილისში სავაჭროდ ჩასული ჩარაევასთვის 30 ათასი ყალბი ამერიკული დოლარის აღმოჩენის ბრალდება პროვოკაციაა და მიზნად ახალგორის მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას ისახავს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართეს. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა დღეს სააგენტო რესს განუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საზღვარი შესაძლოა, საერთოდ დაიკეტოს, რადგან ახალგორის რაიონის მცხოვრებთაგან, რომლებიც თბილისისკენ თავისუფლად მგზავრობენ, ტერაქტების განსახორციელებლად დივერსიულ ჯგუფებს ქმნიან. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს თბილისში აბსურდად და პროვოკაციად აფასებენ.
XS
SM
MD
LG