Accessibility links

logo-print

ირანის უშიშროების ძალებმა ისპაჰანში აღკვეთეს ოპოზიიცის საპროტესტო გამოსვლა


ირანის უშიშროების ძალებმა ქალაქ ისპაჰანში აღკვეთეს ოპოზიიცის წარმომადგენლების საპროტესტო გამოსვლა. დემონსტრაცია უნდა გამართულიყო აიათოლა ჰოსეინ ალი მონთაზერის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სამგლოვიარო ცერემონიის წინ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი. ორი დღის წინ ქალაქ ყუმში, მონთაზერის დაკრძალვის დროს შეკრებილთა რიგებში ისმოდა ანტისამთავრობო წამოძახილები. აიათოლა მონთაზერი ითვლებოდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა უკანასკნელ წლებში მწვავედ აკრიტიკებდა ირანის მოქმედ ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG