Accessibility links

logo-print

კოლუმბიაში მიაკვლიეს დეპარტამენტ კაკიეტას გუბერნატორს გვამს


კოლუმბიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიაკვლიეს დეპარტამენტ კაკიეტას წინა დღით გატაცებული გუბერნატორის გვამს. 69 წლის ლუის ფრანცისკო კუელიარის ყელგამოჭრილი სხეული ქალაქ ფრორენსიის შემოგარენში იპოვეს. ესაა მაღალი თანამდებობის პირის პირველი გატაცება და მკვლელობა 2002 წლის შემდეგ. შვიდი წლის წინ ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ პირობა დადო, რომ სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა მემარცხენე დაჯგუფება ფარკის შეიარაღებულ მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG