Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ნოღაიდელი ვლადიმირ პუტინს შეხვდა


სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ცნობით, რუსეთის პრემიერ მინისტრმა და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერმა“ “დიდების მემორიალის” აღდგენის საკითხზე ილაპარაკეს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ფაშიზმთან ბრძოლის მსხვერპლნი პატივისცემას იმსახურებენ და ამ საკითხზე საუბარი, შესაძლოა, დიალოგის აღდგენის საფუძველი გახდეს. მოსკოვში ვიზიტით მყოფი ზურაბ ნოღაიდელი ასევე შეხვდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ფრაქცია “ედინაია როსიას” ხელმძღვანელს, ბორის გრიზლოვს და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია “ედინაია როსიას” წევრს, კონსტანტინ კოსაჩევს. მხარეებმა ისაუბრეს პარტია “ედინაია როსიასა” და მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” შორის თანამშრომლობის საკითხებზე.
XS
SM
MD
LG