Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რვა მეშახტე დაიღუპა


რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის, ნიჟნი ტაგილის შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ერთი მეშახტე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც რადიო თავისუფლების კორესპოდენტი იუწყება, აფეთქება ნიჟნი ტაგილის შახტაში ოთხშაბათ დილით მოხდა, როდესაც მაღაროში 123 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა ევაკუირებულ იქნა. წინასწარი ვერსიით, ტრანსპორტირების დროს აფეთქდა ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც სამთო სამუშაოების დროს გამოიყენება.

XS
SM
MD
LG