Accessibility links

logo-print

ეუთო მოუწოდებს ყირგიზეთს შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია მოუწოდებს ყირგიზეთის ხელისუფლებას, რათა შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების საკითხში ეუთოს წარმომადგენელი მიკლოშ ჰარასტი წერს, რომ ყირგიზეთში ბოლო ხანს ჟურნალისტებს სულ უფრო ხშირად დევნიან და აშინებენ. ეს წერილი დაიწერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ალმა ატაში, ყირგიზი ჟურნალისტის გენადი პავლიუკის გარდაცვალების შესახებ. გამოძიების თანახმად, პავლიუკი, რომელიც მრავასართულიანი სახლიდან ხელ-ფეხშეკრული გადმოაგდეს, გონზე მოუსვლელად ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG