Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ქართულ მხარეს დავალიანებას ახსენებს


საქართველო-რუსეთს შორის 26 დეკემბრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესახებ საბოლოო ინფორმაციას კომპანია ”აირზენა” სავარაუდოდ, დღეს გაავრცელებს. თავის მხრივ, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას სთხოვა დაუდასტუროს, რომ ”აირზენას” 10 ჩარტერული ავაირეისის შესრულების ნებართვა აქვს. სააგენტო რია-ნოვოსტის რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ისიც აცნობეს, რომ ქართულ მხარეს აერონავიგაციური მომსახურებისთვის დაგროვილი დავალიანება შეახსენეს.
XS
SM
MD
LG