Accessibility links

logo-print

ზარდიაანთკარი არც ოკუპირებულია, არც - უსაფრთხო


სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ითხოვს დევნილის სტატუსის მინიჭებას. გასული წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი 60-მდე ოჯახმა დატოვა. ზარდიაანთკარში მარადიორები შევიდნენ, სოფელი გაძარცვეს, მაგრამ სახლები არ დაუწვავთ. ეს პატარა სოფელი გორის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. ქართველი სამართალდამცავები სოფლის შესასვლელთან დგანან და ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო საკუთარ სახლებში არ უშვებენ. ზარდიაანთკარი არც ოკუპირებულად ითვლება, რადგან ოსურ-რუსული საგუშაგო სოფლის ბოლოშია განთავსებული. ორ საგუშაგოს შორის მოქცეულ სოფელში კი ცხოვრება შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG