Accessibility links

logo-print

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა ქალაქ პეშავარში მომხდარი აფეთქების შედეგად


ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ პეშავარში მომხდარი აფეთქების შედეგად. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებულია სამთავრობო უწყებები, ბანკები და სხვა კერძო დაწესებულებები. პეშავარში უკანასკნელი ტერორისტული აქტი ორი დღის წინ მოხდა. მაშინ ჟურნალისტთა ადგილობრივ კლუბში სამი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG