Accessibility links

logo-print

ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვას თბილისის მკაცრი რეაქცია მოჰყვება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ახალგორის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის შესაძლო დაკეტვას თბილისის მკაცრი რეაქცია მოჰყვება. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მსგავსი რეაქცია ექნება. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საზღვარი შესაძლოა, დაიკეტოს, რადგან ახალგორის რაიონის მცხოვრებთაგან, რომლებიც თბილისისკენ თავისუფლად მგზავრობენ, ტერაქტების განსახორციელებლად დივერსიულ ჯგუფებს ქმნიან.
XS
SM
MD
LG