Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი დაამტკიცა


შეერთებული შტატების სენატმა 60 ხმით 39-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი. 871 მილიარდ დოლარად შეფასებული რეფორმის მიზანია, სამედიცინო დაზღვევა ხელმისაწვდომი გახადოს იმ ათეულობით მილიონი ამერიკელისთვის, ვინც დღეს დაზღვევის გარეშე ცხოვრობს. ახალი კანონით შეერთებული შტატების თითქმის ყველა მოქალაქეს ექნება დაზღვევა - სადაზღვევო კომპანიებს კი აეკრძალებათ პაციენტებისთვის უკვე არსებული დაავადების ნიადაგზე პოლისის გამოყოფაზე უარის თქმა.
XS
SM
MD
LG