Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ათეულობით პირი


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 90-მდე დაშავდა რამდენიმე აფეთქების შედეგად. როგორც ჩანს, აფეთქებების სამიზნე აშურას დღესასწაულისთვის მზადებაში მყოფი შიიტები იყვნენ. აფეთქებები 15 წუთის ინტერვალით მოხდა ბაბილის პროვინციის დედაქალაქ ჰილაში. პარალელურად, ოფიციალურმა პირმა ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს აცნობა, რომ ბაღდადის შიიტურ რაიონში - სადრში - აფეთქება მოხდა, რასაც, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი შეეწირა. დაშავდა ათეულობით პირი.
XS
SM
MD
LG