Accessibility links

logo-print

პარლამენტში ბოლო საშემოდგომო რიგგარეშე სხდომა ტარდება


პარლამენტი დღეს საშემოდგომო სესიის ბოლო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატებს 75-მდე საკითხის განხილვა აქვთ დაგეგმილი. მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ. კერძოდ, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით ცვლილებას შეიტანს კოდექსში, რომელიც ძირითადად, საარჩევნო ვადებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ამას გარდა, დამტკიცდება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონი. რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც გადასახადების გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმის გზით ითვალისწინებს. დღესვე დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებენ პაპუნა დავითაიას, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. საშემოდგომო სესია, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, დეკემბრის ბოლო პარასკევს იხურება, ხოლო თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. საგაზაფხულო სესიამდე პარლამენტს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომის გამართვა მოუწევს, რომელიც იანვარში გაიმართება.
XS
SM
MD
LG