Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკრაში ჩასახლებულმა დევნილებმა სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს


სოფელ სკრაში ჩასახლებულმა დევნილებმა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს. სკრის დასახლებას ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დენი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გათიშეს, ქვითრებში კი აღმოაჩინეს, რომ მათ დავალიანება ჰქონდათ. რკინიგზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც აქციის მონაწილეებმა პირობა მიიღეს, რომ მათი პრობლემა უახლოეს ხანში გადაწყდება. მოგვიანებით, სოფელში ენერგეტიკისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებიც ჩავიდნენ. როგორც კობა სუბელიანმა აღნიშნა, მან უკვე დააყენა ენერგოკომპანიასთან შუამდგომლობა ვალის ეტაპობრივი გასტუმრების თაობაზე. მისი თქმით, დევნილები 100 კილოვატიანი შეღავათით ისევ ისარგებლებენ და დავალიანებას ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიის ხარჯზე გაისტუმრებენ.

XS
SM
MD
LG