Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელ დისიდენტს 11 წელი მიუსაჯეს


11 წელი მიუსაჯეს ცნობილ ჩინელ დისიდენტს ლიუ ცზიაობოს, რომელიც სოციალისტური წყობის დამხობის წაქეზების ბრალდებით იყო დაკავებული. 53 წლის ლიუ ცნობილია როგორც მეცნიერი და მთავრობის აქტიური კრიტიკოსი. ის მონაწილეობდა ტიანმენის მოედანზე 1999 წელს გამართულ სტუდენტების საპროტესტო დემონსტრაციებში. უკანასკნელად, 2008 წლის დეკემბერში, „ქარტია ნული რვის“ გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ქარტიის ავტორებმა ჩინეთის ხელმძღვანელობას მოუწოდეს დაიცვას დემოკრატიის პრინციპები და ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა არაერთხელ მოუწოდა ჩინეთის მთავრობას, გაეთავისუფლებინა პატიმრობაში მყოფი დისიდენტი, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება ამ მოწოდებებს აღიქვამდა როგორც „საშინაო საქმეებში ჩარევას“.
XS
SM
MD
LG