Accessibility links

logo-print
საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს შობის დღესასწაული პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. მისი განცხადებით, საქართველოს მრავალი პატრიოტი კათოლიკე ახსოვს, ქვეყნის სიძლიერე კი - მის რელიგიურ მრავალფეროვნებაშია.

„ქალაქს და ქვეყნიერებას!“ - ამ ტრადიციული მიმართვით მორწმუნეებს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მიმართა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში.

წმიდნა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა ინციდენტით დაიწყო - ტაძარში შესულ ბენედიქტ მეთექვსმეტეს წითლებში გამოწყობილი ქალბატონი ჩაუვარდა ფეხებში, რის შედეგადაც 82 წლის რომის პაპი წაიქცა. მიუხედავად ინციდენტისა, საშობაო მესა ზუსტად დანიშნულ დროს, 10 საათზე დაიწყო. ქალი წითლებში კი ვატიკანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას მხოლოდ და მხოლოდ რომის პაპთან მიახლოება და ხელის შეხება უნდოდა. ამ ინციდენტის შედეგად, რომის პაპზე მეტად 87 წლის ფრანგი კარდინალი დაზარალდა, რომელიც ინციდენტის დროს რომის პაპის გვერდით იმყოფებოდა, ის შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა - ფრანგ კარდინალს ფეხი აქვს მოტეხილი.
XS
SM
MD
LG