Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერები ერთმანეთს ”პრაიმერში” მონაწილეობისკენ მოუწოდებენ


კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა და მოძრაობამ სამართლიანი საქართველოსთვის ოპოზიციურ პარტიებს ”პრაიმერში” მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ერთობლივ ბრიფინგზე ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა და ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატების შესარჩევად პრაიმერი აუცილებლად ჩატარდება არაუგვიანეს მომავალი წლის 30 მარტისა. მათივე განცხადებით, პრაიმერში მონაწილე პარტიათა საბოლოო რაოდენობა იანვრის ბოლოს განისაზღვრება. პრაიმერის ინიციატორები ხვალიდან ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრებს დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG