Accessibility links

logo-print

საქართველოში სადაზვერვო საბჭო იქმნება


საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, სადაზვერვო საბჭო ჩამოყალიბდეს. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას გელა ბეჟუაშვილმა განმარტა, რომ საბჭოს ფუნქცია - ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის განხილვა, გაანალიზება და დოკუმენტად ჩამოყალიბება იქნება. ბეჟუაშვილის განცხადებით, კოორდინირებული მუშაობის გარეშე, საგარეო დაზვერვა ეფექტური ვერ იქნება.
XS
SM
MD
LG