Accessibility links

logo-print

კალაჩკინი: ავღანეთსა და საქართველოში ჩატარებული ოპერაციები ანალოგიური იყო


გასული წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მიერ კონფლიქტის ზონაში პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადაყვანის ოპერაცია, ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლისას ჩატარებული ოპერაციის ანალოგიური იყო - ამის შესახებ დღეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო ავიაციის სარდალმა, გენერალმა კაჩალკინმა განაცხადა. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ 1979 წელს ავღანეთში, 48 საათის განმავლობაში რუსეთის 103-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის მთელი პირადი შემადგენლობა და ტექნიკა გაიგზავნა. გენერალ კაჩალკინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ, მსგავს ურთულეს ოპერაციაში 55 თვითმფრინავი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG