Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 ადამიანი დაიღუპა ერაყში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად.


14 ადამიანი, მათ შორის ექვსი შიიტი მომლოცველი დაიღუპა ერაყში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით 25 დეკემბერს ყველაზე დიდი აფეთქება განხორციელდა ბაღდადის შიიტურ რაიონ სადრ-სიტიში, სადაც ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 26 დაიჭრა. ნაღმი აფეთქდა შიიტთა პროცესიის მსვლელობისას. შიიტები ამ დღეებში აღნიშნავენ აშურას - მთავარ რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც კულმინაციას მიაღწევს 27 დეკემბერს, წმინდა ქალაქ ქერბელაში.
XS
SM
MD
LG