Accessibility links

ხუთი დაიღუპა და ორმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო უნაში გაჩენილი ხანძრის შედეგად


ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მიწის ქალაქ უნაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. სახლში, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი 25 დეკემბერს გამთენისას გაჩნდა. მეზობელთა თქმით, გაისმა აფეთქების ხმა, რის შემდეგაც სახლი ცეცხლის ალში გაეხვა. ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
XS
SM
MD
LG