Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სიხშირე მიიღო "პირველი კავკასიურისთვის"


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ სატელევიზიო სიხშირეს გამოიყენებს და მისი დაფინანსება ვერ იქნება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,12 პროცენტზე ნაკლები. ამ სიახლეებს ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 25 დეკემბერს მიიღო. აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ სატელევიზიო სიხშირეს ფლობდა. დამატებით სიხშირეს მაუწყებელი ახალი რუსულენოვანი არხის ”პირველი კავკასიურისთვის” გამოიყენებს. 2009 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 25 მლნ ლარი იყო.
XS
SM
MD
LG