Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი კოვალიოვს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს


25 დეკემბერს ცნობილი რუსი უფლებადამცველი სერგეი კოვალიოვი და მისი კოლეგა ერნსტ ჩერნი ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც სააპელაციო სასამართლოში დაიწყო რუსეთის მოქალაქის ვლადიმერ ვახანიას საქმის განხილვა. 2009 წლის სექტემბერში სასამართლომ ვახანია დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვასა და ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქართველ უფლებადამცველთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ნაწილმა ვლადიმერ ვახანია პოლიტიკურ პატიმრად სცნო. თუმცა, ცნობილი რუსი უფლებადამცველი კატეგორიულ დასკვნებს მოერიდა და მხოლოდ რამდენიმე საეჭვო გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, კოვალიოვს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა სურს.
XS
SM
MD
LG