Accessibility links

logo-print

აშშ-მა ავიარეისებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ითხოვა


როგორც იტყობინებიან, შეერთებული შტატების ხელისუფლება გამოვიდა მოწოდებით, ავიალაინერებზე გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები მას მერე, რაც, გავრცელებული ცნობებით, მგზავრი შეეცადა აეფეთქებინა შეერთებულ შტატებში მიმავალი თვითმფრინავი. კონტრტერორიზმის ეროვნული კოორდინატორი ჰააგაში იტყობინება, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განუსაზღვრელი ვადით ითხოვა უსაფრთხოების დამატებითი ზომების შემოღება შეერთებული შტატებისკენ მიმავალ ყველა რეისზე. მანამდე ამერიკის ხელისუფლებამ დააკავა ნიგერიელი მამაკაცი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას შეეცადა ამსტერდამიდან დეტროიტში მიმავალ ავიალაინერში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ის ამ ინციდენტს ტერაქტის მცდელობად განიხილავს. შეერთებული შტატების კონგრესმენ პიტერ კინგის თქმით, როგორც ვარაუდობენ, ეჭვმიტანილ 23 წლის ნიგერიელ მამაკაცს ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი.
XS
SM
MD
LG