Accessibility links

logo-print

დღეს ინდოეთის ოკეანეში ხუთი წლის წინ ცუნამის შედეგად დაღუპულებს მოიგონებენ


დღეს ლოცვით და მემორიალური ცერემონიებით იგონებენ ინდოეთის ოკეანეში ხუთი წლის წინ ცუნამის შედეგად დაღუპული 230 ათას ადამიანს. ინდონეზიის პროვინცია აჩეში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიური უბედურებით, მეჩეთებში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. ცუნამისგან გადარჩენილებმა ტაილანდის პოპულარულ კურორტ ფუკეტში წუთიერი მდუმარებით აღნიშნეს ეს დღე, ბუდისტი ბერები კი გალობდნენ და დაღუპულებისთვის ლოცულობდნენ. ცუნამი კუნძულ სუმატრის მახლობლად მომხდარი 9,3 ბალის წყალქვეშა მიწისძვრით იყო გამოწვეული.
XS
SM
MD
LG