Accessibility links

logo-print

თბილისი მწვავედ აპროტესტებს ”როსნეფტისთვის” მიცემულ ნებართვას


თბილისი მწვავედ აპროტესტებს ”როსნეფტისთვის” მიცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე სადაზვერვო-საძიებო სამუშაოებს განახორციელებს. საუბარია შავი ზღვის შელფის გუდაუთის მონაკვეთის შესწავლაზე ნახშირყლალბადების მარაგის აღმოჩენის მიზნით. ადგილობრივ კომპანია ”აფხაზტოპსს” და "როსნეფტს" შორის ხელშეკრულება 24 დეკემბერს გაფორმდა. ამავე დღეს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ შეთანხმებას დეფაქტო ეკონომიკის სამინისტროშიც. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზით რუსეთი საქართველოს ანექსიას განაგრძობს. პარალელურად, საუბარია უზარმაზარ ეკოლოგიურ ზიანზე.
XS
SM
MD
LG