Accessibility links

logo-print

უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა აღირიცხა


უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს მიმდიანრე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი აქტიურად მონაწილეობს. კენჭისყრა 150 ადგილიანი ქვედა პალატის ასარჩევად იმართება. არჩევნებში მონაწილე ოთხივე პოლიტიკური პარტია პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მმართველობას უჭერს მხარს. უზბეკეთში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ქვეყანაში არასოდეს ჩატარებულა არჩევნები, რომელსაც დასავლელი მონიტორები „თავისუფალს და სამართლიანს“ უწოდებდნენ.

XS
SM
MD
LG