Accessibility links

logo-print

ღაზაში ისრაელის მხრიდან თავდასხმის წლისთავი აღნიშნეს


ჰამასის მმართველობის ქვეშ მყოფ ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან ამ იზოლირებულ ანკლავზე ყველაზე სისხლიანი თავდასხმის წლისთავი აღნიშნეს. პალესტინელთა მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 11 საათსა და 20 წუთზე - პირველი ბომბების ჩამოვარდნის მომენტში - სიგნალები გაისმა. ისრაელის ოპერაცია ღაზიდან მისი მისამართით ჭურვების სროლის პრაქტიკის აღკვეთას ისახავდა მიზნად. 22-ღიან ომს დაახლოებით 1,400 პალესტინელი, ისრაელის მხირდან კი 13 პირი შეეწირა. მას შემდეგ ისრაელსა და ჰამასს შორის დე-ფაქტო ზავი მოქმედებს. მაგრამ ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება კვლავ პრობლემური რჩება - გრძელდება სექტორის ბლოკადა ისრაელ-ეგვიპტის მხრიდან.
XS
SM
MD
LG