Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ აშშ-სკენ მიმავალი თვითმფრინავებით მგზავრობის ამკრძალავი სიების გადახედვის ბრძანება გასცა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასცა ბრძანება გადაიხედოს იმ პირთა სია, რომლებსაც შეერთებული შტატებისკენ მიმავალ თვითმფრინავებით მგზავრობის ნებართვა არ აქვთ. პარასკევის ინციდენტის შემდეგ, ბევრი სვამს შეკითხვას, როგორ შესძლო ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიარაღებულმა ნიგერიელმა მამაკაცმა დეტროიტისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომა. ეჭვმიტანილი - აბდულ ფარუკ აბდულმუთალაბი - საეჭვო პირების ზოგად სიას გასულ თვეში დაუმატეს - თუმცა არ შეუყვანიათ თვითმფრინავებში შეშვების ამკრძალავ სიაში, რომელიც 18,000 პირისგან შედგება. მან შესძლო შეერთებული შტატების ვიზის აღება და ხუთშაბათს ლაგოსიდან ამსტერდამში გაფრინდა. ერთი დღის შემდეგ კი დეტროიტისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა დ,ა გავრცელებული ცნობებით, მისი აფეთქება სცადა. მიმდინარეობს ტერორისტული თავდასხმის მცდელობის გამოძიება. მსოფლიოს გარშემო მოქმედ აეროპორტებში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
XS
SM
MD
LG