Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამსტერდამი-დეტროიტის რეისზე დღეს დაკავებული მგზავრი საშიშროებას არ წარმოადგენდა


ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, საეჭვო მგზავრს, რომელიც ამსტერდამიდან დეტროიტისკენ მიმავალ რეისზე დააკავეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოაჩნდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მგზავრი საშიშროებას არ წარმოადგენდა. მგზავრი იმავე რეისზე დააკავეს, რომელშიც ორი დღის წინ ნიგერიელმა მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აანთო. შეერთებული შტატების ტრანსპორტაციის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავი დეტროიტის აეროპორტის მოშორებულ მონაკვეთში დგას და მას კვლავ შემოწმება უტარდება.
XS
SM
MD
LG