Accessibility links

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ბლოგერი გიგა პაიჭაძე, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ქართული ბლოგების და მათი მკითხველების რაოდენობის ზრდაზე ილაპარაკა. პაიჭაძის თქმით, დღეს ინტერნეტში რეგულარულად განახლებადი 500-მდე ქართული ბლოგია, რომელთაგან ყველაზე პოპულარულებსაც დღეში რამდენიმე ათასი კაცი კითხულობს. ამ კუთხით, წელს მნიშვნელოვანი იყო ბლოგერების კონფერენცია, რომელიც ტრადიციულმა მედია საშუალებებმაც ფართოდ გააშუქეს და ქართული ბლოგების კატალოგის, www.blogroll.ge-ს გახსნა, რომლის მეშვეობითაც ადვილად შეიძლება ქართველი ბლოგერების მიერ დაწერილის ნახვა.
XS
SM
MD
LG