Accessibility links

logo-print

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კვლავ ფრენების უსაფრთხოებაზე საუბრობს


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას კომპანია ”აირზენას” შესაბამისი ნებართვის არსებობის და ავიამიმოსვლის განახლების შემთხვევაში ფრენების უსაფრთხოების გამო ხელმეორედ მიმართა - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტის ტრანსპორტის სამინისტროში განუცხადეს. მისი წარმომადგენლის ცნობით, პირველ მიმართვაზე თბილისიდან პასუხი არ მიუღიათ. როგორც სააგენტო ჯიეიჩენს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ამჟამად კონსულტაციები თბილისში მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილება მისი დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG