Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, ირანში გავლენიანი რეფორმატორები დააკავეს


ირანიდან მოსული ცნობების თანახმად, პოლიციამ სულ მცირე 7 გავლენიანი რეფორმატორი დააკავა. გუშინ მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციის ძალებს შორის მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო თვეების განმავლობაში ირანში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რეფორმატორული ვებ-საიტების თანახმად, დაკავებულებს შორის ოპოზიციის ლიდერის, მირ ჰუსეინ მუსავის სამი თანაშემწეც არის. დანარჩენ დაკავებულებს შეადგენენ ყოფილი რეფორმატორი პრეზიდენტის, მუჰამედ ხათამის ფონდის 2 თანამშრომელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ებრაჰიმ იაზდი და უფლებადამცველი ემად ბაღი. დაკავებების შესახებ ინფორაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება. დასავლეთის ქვეყნებმა - მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, შეერთებულმა შტატებმა და იტალიამ - განაახლეს თეირენის კრიტიკა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ზომების გამო.
XS
SM
MD
LG