Accessibility links

logo-print

თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულის ოჯახი განცხადებას ავრცელებს


შობა დღეს შეერთებული შტატებისკენ მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში ბრალდებული მამაკაცის ოჯახი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მათი ოჯახის წევრი უცხოეთში წავიდა სასწავლებლად, მასთან კონტაქტი დაკარგეს. გავრცელებულ განცხადებაში უმარ ფარუკ აბდულმუთალაბის ოჯახი წერს, რომ მისმა მამამ ნიგერიის და უცხოეთის უსაფრთხოების სააგენტოებს მისი დაკარგვის შესახებ დაახლოებით 2 თვის წინ აცნობა. ოჯახი აბდულმუთალაბის ქცევას „აბსოლუტურად შეუფერებელს“ უწოდებს. აბდულმუთალაბს ბრალი ედება ამსტერდამიდან დეტროიტის მიმავალი თვითმფრინავის აფეთქების მცდელობაში. თვითმფრინავში დაახლოებით 290 მგზავრი იმყოფებოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტების გადახედვის ბრძანება გასცა. როგორც გაირკვა, აბდულმუთალაბის სახელი შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ იმ 550,000 პირისგან შემდგარ სიაში იყო ჩართული, რომელთა ირგვლივაც ტერორისტებთან კავშირის ეჭვი არსებობს.
XS
SM
MD
LG