Accessibility links

logo-print

ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში 700-მდე სახლის მშენებლობას გეგმავს


ისრაელმა განაცხადა რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში - რაიონში, რომელსა პალესტინელები თავიანთ მომავალ დედაქალაქად მიიჩნევენ - 700-მდე სახლის აშენებას გეგმავს. დასახლების სამინისტროს ინფორმაციით, მან დაამტკიცა ამ ახალი სახლების პროექტი და სახლები სამ უკვე არსებულ ებრაულ რაიონში აშენდება. ამ რაიონებში უკვე ცხოვრობს ათი ათასობით ადამიანი. პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელმა, საებ ერეკატმა, ეს განცხადება დაგმო და განაცხადა, რომ ისრაელი ირჩევს „დასახლებებს და არა მშვიდობას.“ შეერთებული შტატების ზეწოლის შედეგად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ თვეში დასავლეთის სანაპიროში ახალი სახლების მშენებლობა 10 თვით შეაჩერა - მაგრამ ეს ბრძანება აღმოსავლეთ იერუსალიმზე არ ვრცელდებოდა.
XS
SM
MD
LG