Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობსადენის პირველი მონაკვეთი გახსნა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ოფიციალურად გახსნა ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობსადენის პირველი მონაკვეთი. საბოლოო ანგარიშით, ეს პროექტი მიზნად ისახავს რუსეთის ნედლი ნავთობის ჩატანას ჩინეთის და აზიის სხვა ქვეყნების ბაზრებზე. ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა რუსეთის შორეული სამხრეთ-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ კოზმინოში - ახალ საექსპორტო ტერმინალში - პუტინმა თითი დააჭირა კომპუტერის მაუსის ღილაკს, რითაც 100,000 ტონის მოცუმობის ტანკერში ნედლი ნავთობის ჩადინება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ტანკერი ჰონგ-კონგში გაემგზავრება. გავრცელებული ცნობებით, რუსეთი ამ ქსელით მომავალი წლის პირველ კვარტალში 3.1 ტონამდე ნედლი ნავთობის ექსპორტს გეგმავს.
XS
SM
MD
LG