Accessibility links

logo-print

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე


აკმალ შაიხი ევროპული ქვეყნის პირველი მოქალაქე გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რომელიც ჩინეთში სიკვილით დასაჯეს. მას ბრალი ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვაში ედებოდა. ჩინეთის ხელისუფლებამ უარყო დიდი ბრიტანეთის მთავრობის და შაიხის ნათესავების არაერთი თხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. ნათესავები ამტკიცებენ, რომ შაიხს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და დანაშაულში მისდა უნებურად ჩაითრიეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა, რომელიც მანამდე პირადად ელაპარაკა თავის ჩინელ კოლეგას ამ საქმესთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ”შეძრწუნებული და იმედგაცრუებულია” შაიხის სიკვდილით დასჯის გამო.

XS
SM
MD
LG